,,ადამიანი ბუნებით თავისუფალი არსია, რკინის ბორკილშიც რომ იშვას, თავისუფალი კაცია!”

freedom

ღმერთმა სამყარო რომ გააჩინა, ყველა არსების, ფრინველისა თუ ცხოველის და მთელი დედამიწის ბატონ-პატრონად ადამიანი შექმნა. ადამისა და ევას მაგალითზე შეგვიძლია დავადასტუროთ ის აზრი, რომ თავისუფლების წყურვილი და მისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნებაშია. იგი ბორკილითაც რომ დააბა, მაინც შეეცდება გათავისუფლდეს. ეზოპე მონა იყო. იგი პატრონს გასამრჯელოდ ყოველთვის თავისუფლებას სთხოვდა. ერთხელ ეპოზე და მისი პატრონი ოქროს წააწყდნენ. პატრონი ეზოპეს ოქროს ნახევარს შეპირდა, მაგრამ ეზოპემ მიუგო – არ მინდა შენი ოქრო, მხოლოდ თავისუფლება მიბოძე! პატრონმა უარი უთხრა, ასეთ ბრძენს და გამოსადეგს ვერაფრით შეგელევიო. ეზოპე შეეპასუხა – შენ თუ არ გამიშვებ, მე თვითონ წავალო. თავისუფლება ბრძოლით მოიპოვება. ამის საუკეთესო მაგალითია ლიტერატურული ზღაპარი ,,პატარა დინოზავრი”. დინოზავრი ვერ შეეგუა ერთფეროვან ცხოვრებას – დილიდან საღამომდე ძოვას, შემდეგ ძილს, ამიტომ მან ილაშქრა ცხოვრების ამ წესის წინააღმდეგ, თუმცა მას ეს ძვირად დაუჯდა. დინოზავრმა დატოვა თავისი მშობლიური კუთხე, მისი დედა და სხვა დინოზავრები. ზღაპარში მზე თავისუფლების სიმბოლოა (რომელსაც დინოზავრი ყოველთვის მისდევდა და აინტერესებდა, რა იყო ეს), ხოლო კუდი, რომელიც დინოზავრს მოსწყდა და შეიცვალა, ჟირაფად გადაიქცა, ის ბორკილია, რომელიც ზღუდავდა მას.

და ასეა ოდითგანვე, ადამიანს ხშირად თავისუფლება ურჩვნია ფულს, თუნდაც სიყვარულს და სხვა ბევრ რამეს, ისევე როგორც ეზოპეს შემთხვევაში იყო. ღმერთმა ადამიანი თავისუფალი დაბადა და არავის არ აქვს უფლება, წაართვას ვინმეს უფლისგან ბოძებული!

სიყვარული ძალა (პროსპერ მერიმეს ,,კარმენის” მიხედვით)

Image

      ალბათ, გაგიგიათ, რომ ამბობე, ადამიანის ძალა განუსაზღვრელიაო. მართლაც ასეა – ღმერთმა ადამიანი დედამიწაზე არსებული ყველა არსების ბატონ-პატრონად გააჩინა. განსაცვიფრებელია ადამიანის გავლენა ბუნებაზე. ადამიანს შეუძლია გადაწვას და გაჩეხოს ტყე და ამით დედამიწას დიდი ზიანი მიაყენოს, ადამიანს შეუძლია დაანაგვიანოს გარემო, ადამიანს შეუძლია დახოცოს პირუტყვი, მათ შორის ენდემური და გადაშენების პირას მგდომი. ადამიანი ყოველდღიურად ცვლის სამყაროს, ბატონობს მასზე და მის მაცხოვრებლებზე, მაგრამ მარტო ეს როდია . . . ბიბლია მოგვითხრობს, რომ როდესაც ღმერთმა ადამი და ევა სამოთხეში დაასახლა, სამოთხის ყველა ხის ნაყოფის ჭამის ნება დართო, მხოლოდ ერთი ხის, კეთილისა და ბოროტის შემცნობი ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა. ეშმაკის ცდუნებით ევამ ნაყოფი მიიღო, დაიმორჩილა ადამი და მასაც აჭამა.Image ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებსაც შეუძლიათ ერთმანეთის დამორჩილება, ისევე როგორც ევამ დაიმორჩილა ადამი. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ასეთ ბატონობას ხშირად ცუდი შედეგიც მოსდევს, ისევე როგორც ადამსა და ევას მოუვიდათ, ღმერთის ბრძანებით მათ სამოთხე დატოვეს. ასეთ მორჩილებას ხშირად იწვევს სიყვარული. 

      სიყვარულის გამო ბოშა ქალის კლანჭებში მოექცა პროსპერ მერიმეს ნაწარმოების ,,კარმენის” გმირი. კარმენი ბოშა ქალია, რომელიც მკითხაობს და სხვა ,,ბოშურ” საქმეებს აკეთებს. კარმენის დიდი ნიჭი და ხაზგასასმელი თვისება ისაა, რომ შეუძლია ადამიანს ისეთი რამ გააკეთებინოს, რასაც იგი არასდროს ჩაიდენდა. კაცი, რომელიც კარმენის რჩეული გახდა იმ დაწესებულების საგუშაგოზეა, სადაც ქალები და მათ შორის კარმენიც მუშაობს. შელაპარაკების გამო კარმენი დანით ერთ-ერთ ქალს სახეს დაუსერავს. ამის გამო გუშაგს დაავალებენ იგი ციხეში წაიყვანონ. კარმენი გუშაგს ტკბილი სიტყვებით აიძულებს, გაუშვას. ამის გამო დამნაშავე კაცი ხდება. მას ციხეში ჩასვამენ. კარმენი მას ფულს და ქლიბს უგზავნის, რომ ციხიდან გაიქცეს, მაგრამ კაცი ქლიბს არ იყენებს და მისი გათავისუფლების დროს ელოდება. ამის შემდეგ მწერალი მათი სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, ერთად ვახშმობენ. სეირნობენ. კაცი თავდავიწყებითაა შეყვარებული კარმენზე. ქალი მას აიძულებს კონტრაბანდისტი გახდეს. ქრისტიანი კაცი ქალის გამო ყაჩაღად იქცევა. კაცი სხვა ბოშა კაცებთან ერთად ძარცვავს მოგზაურებს, იტაცებს ძვირფასეულობას, ზოგს კლავს კიდეც. ეს ყველაფერი კი სიყვარულის, კარმენის გამო ხდება. როგორც ეშმაკი აცდუნებს ადამიანს, ისე აცდუნებს კარმენი კაცებს, პარავს მათ ძვირფას საათებს, ოქროს და სხვა მისთვის გამოსადეგ ნივთებს. საბოლოოდ, კარმენი კაცს გადაიყვარებს. კაცი კი მას მოკლავს(ოდესღაც კარმენმა იწინასწარმეტყველა, რომ სწორედ კაცი მოკლავდა მას). შემდეგ კაცი მის ძველ ცხოვრებას და ქრისტიანობას გაიხსენებს. მას მისი ძველი ცხოვრების გამო ჩამოახრჩობენ. 

      როგორც ამ ნაწარმოებში, ისე რეალურ ცხოვრებაში ადამიანმა სიყვარულის და საყვარელი ადამიანის გამო შეიძლება ყველაფერი გააკეთოს. ქრისტიანი შეიძლება კაცის მკვლელი გახდეს, მდიდარი გაღარიბდეს და ა.შ.